ანგარიში
მოტივაციის როლი, რუსულის როგორც უხცო ენის სწავლების
პროცესში.
ქ. ქუთაისის N26 საჯარო სკოლა
მასწავლებელი: სოფიო კოხრეიძე
2018 წელი
სარჩევი
ს ა რ ჩ ე ვ ი
შესავალი
|
3
|
მოტივაციის მცნება. შემეცნებითი მოტივაცია
|
4
|
მოტივაციის როლი უცხო ენის შესწავლაში
|
8
|
უცხო ენის გაკვეთილის სპეციფიკა
|
9
|
მოსწავლეებში მოტივაციის დონის განვითარების კვლევა უცხო ენის შესწავლისას
|
10
|
მოტივაციის ზრდის საშუალებები და ხერხები რუსული ენის
შესწავლისას
|
15
|
დასკვნა
|
16
|
დანართი
|
19
|
ლიტერატური ჩამონათვალი
|
24
|
შესავალი
თემის კვლევის აქტუალურობა
უცხო ენის სპეციფიკის განსაკუთრებულობა როგორც სასწავლო საგნისადმი უმეტეს წილად ნეგატიურია და
სუბიექტური დამოკიდებულება სხვადასხვა ადამიანების საგნისადმი გამოიხატება იმაში, რომ
უცხო ენა რთულია. ხშირად უცხო ენის მასწავლებლები
უკვე პირველი წლის დასასრულს აწყდებიან პრობლემებს ვინაიდან უცხო ენის სწავლის სურვილი
იკლებს. ამიტომ გაჩნდა აუცილებლობა შევისწავლოთ მიზეზები, ვიპოვოთ ხერხები და საშუალებები
რომლებიც დაგვეხმარება უცხო ენის სწავლების ინტერესის ზრდაში.
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პირველი დაბრკოლებისთანავე
ინტერესი უცხო ენის სწავლებისადმი არ გაქრეს, არამედ პირიქით გაძლიერდეს. როგორც ფსიქოლოგები
ამტკიცებენ ყველა პასუხი უნდა ვეძიოთ თვითონ მოსწავლეებში - მოსწავლის პიროვნების მოტივაციურ
სფეროში. მასწავლებლის ამოცანაა, ის, რომ მოტივაციის მართვის მექანიზმების შესწავლისას
სწორად გამოიყენოს ისინი წარმატების მიღწევაში.
კვლევის მიზანია გამოვიკვლიოთ თუ რატომ დაეცა რუსული ენის სწავლისადმი
ინტერესი და ვიპოვოთ უფრო ეფექტური გზები, მეთოდები და საშუალებები შემეცნებითი მოტივაციის ასამაღლებლად.
კვლევის ამოცანებია:
1. შევისწავლოთ სასწავლო მოტივაციის პრობლემები ფსიქო-პედაგოგიურ
ლიტერატურაში;
2. შევისწავლოთ მოსწავლეებში
რუსული ენისადმი დამოკიდებულება, პრობლემები და სირთულეები შესწავლის პროცესში.
3. გავაანალიზოთ და
შევთავაზოთ უცხო ენის შესწავლისას ეფექტური საშუალებეი შემეცნებითი მოტივაციის ასამაღლებლად.
კვლევის ობიექტია 5-11 კლასის მოსწავლეები
კვლევის საგანია გაარკვიოს მოსწავლეების დამოკიდებულება რუსული ენისადმი
და განსაზღვროს მათში მოტივაციის ამაღლება.
კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობაა თუ მასწავლებელი მუდმივად იქნება შესწავლის პროცესში,
გაანალიზებს და შექმნის პირობას შემეცნებითი მოტივაციის ფორმირებისთვის და მიზანმიმართულად
განავითარებს მას, ეს ხელს შეუწყობს უფრო ხარისხიანი შედეგის მიღწევას.
კვლევის შედეგები გვაძლევს შესაძლებლობას ამოვირჩიოთ და გამოვიყენოთ
ის მეთოდები და საშუალებები რომლებიც შეესაბამება მოსწავლის ასაკობრივ განსაკუთრებულებებს
და მათ ინტერესებს.
კვლევის დროს გამოყენებულია შემდეგი მეთოდები: ფსიქო-პედაგოგიური, ლინგვისტური, სამეცნიერო თეორიული
ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი მოცემულ პრობლემაზე.
მოტივაციის მცნება. შემეცნებითი მოტივაცია
რა არის მოტივაცია? მას საფუძვლად უდევს ბავშვის მოთხოვნილება
რაიმესადმი. ბავშვი მოდის სამყაროში თანდაყოლილი მოთხოვნილებებით გარე შთაბეჭდილებების
მიმართ და აქტიური მოღვაწეობის მოთხოვნილებით.
სხვნაირად ასეთ აქტივობას შეიძლება დავარქვათ ცნობისმოყვარეობა. ასეთი მოთხოვნილების
განვითარება აძლევს ბავშვს საშუალებას გაიზარდოს და მიიღოს ცხოვრებისეული გამოცდილება.
ამიტომ მოტივაცია ეს არის პროცესი უბიძგოს ადამიანს
იმოღვაწეოს ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად.
შემდეგ ხდება შინაგანი მოტივაციის ფორმირება: სიძნელეების
გადალახვისა და ინტელექტუალური აქტივობის გამოვლენისკენ ლტოლვა. შინაგანი მოტივაციის
განვიტარება ბავშვისთვის და მისი ცნობიერებისთვის
ფასეული პროცესია.
შემდეგი ეტაპი - სწავლის პროცესისადმი ინტერესის ფორმირებაა.
ბავშვს მოსწონს ფიქრი, მსჯელობა, ახალი ამოცანების მოფიქრება. ის განიცდის სიამოვნებას,
კმაყოფილებას ძიებისადმი, ნივთების არსის დაფარული აზრისადმი.
სასკოლო მოტივაცია შეიძლება
დავყოთ 3 ნაწილად:
მაღალი დონე: როდესაც ბავშვი თავისი სურვილით დადის სკოლაში. მას
მოსწონს ახლის გაგება, თანაკლასელებთან ურთიერთობა, მოსწონს მისი ახალი სტატუსი (მოსწავლის)
და სურვილი შეესაბამებოდეს ამ სტატუსს.
საშუალო დონე: როდესაც მოსწავლეს მოსწონს არა სასწავლო პროცესი არამედ
სურვილი აქვს ბავშვებთან და მასწავლებელთან
ურთიერთობის. იზიდავს სასკოლო ცხოვრების გარე ატრიბუტები, როგორებიცაა ჩანთა,
სასკოლო ნივთები.
დაბალი დონე: როდესაც ბავშვს არა აქვს სკოლაში სიარულის სურვილი.
არ აინტერესებს სასკოლო პროცესი, უნდა მხოლოდ თამაში. არ იზიდავს თანაკლასელებთან და
მასწავლებელთან ურთიერთობა.
სასწავლო მოტივაცია - ეს არის პროცესი, რომელიც მიმართულებას აძლევს სასწავლო პროცესს. ეს რთული კომპლექსური სისტემაა,
რომელიც ვითარდება მოტივებით მიზნებით.
შემეცნებითი მოტივაცია - ეს არის ინტერესის გამოხატვა ახალი ცოდნისა და ახალი
ინფორმაციის მიმართ, ახლის აღმოჩენების პროცესიდან სიამოვნების მიღება. ასეთი მოტივაცია
ატარებს უანგარო ხასიათს. შემეცნებითი მოტივები ასახავენ მოსწავლეების ლტოლვას თვითაგანათლებისადმი
ცოდნის დამოუკიდებელი სრულყოფილი საშუალებების მიმართულებით.
პრესტიჟული მოტივაცია - ახასიათებს ბავშვებს, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი
თვითშეფასება და ლიდერული გადახრები. ეს იწვევს ბავშვში მოთხოვნას იყოს პირველი და
ისწავლოს თანაკლასელებზე უკეთ. პრესტიჟული მოტივაცია ბავშვის განვითარების მძლავრი
შესაძლებლობაა, თუმცა არსებობს რისკი ბავშვის მორალური დამახინჯებისა და მისი სხვა
ბავშვებისადმი დამოკიდებულებისა.
სოციალური მოტივი - ეს არის ლტოლვა კარგად ისწავლოს მისი წარმატებული
მომავლისთვის და გამოადგეს საზოგადოებას. აგრეთვე სოციალურ მოტივებს განეკუთვნება პოზიციური მოტივი, რომელიც გამოიხატება ადამიანებთან
ურთიერთობაში გარკვეული პოზიციის დაკავებაში მიიღონ მათი კეთილგანყობა და გახდნენ ლიდერი.
ურთიერთობის მოტივი - აქ ბავშვი იჩენს ინტერესს მის თანატოლებთან ურთიერთობის
მხრივ.
კომპლექსური მოტივაცია უჩნდებათ ცუდი
აკადემიური მოსწრების ბავშვებს. ეს ცუდი დამოკიდებულება სწავლისადმი უბიძგებს თავი დაიმკვიდრონ მაგ. მუსიკაში, სპორტში,
ხატვაში და ცუდი ნიშნები არ ხდება მათი ნერვიულობის
მიზეზი.
მოტივაცია წარმატების მისაღწევად. ეს არის სურვილი სწორად შეასრულოს დავალება, მიიღოს
საჭირო შედეგი, თავი წარმოიდგინოს ნიჭიერ, ჭკვიან ადამიანად; სურვილი დაუმტკიცოს სხვებს,
რომ ბევრი შეუძლიათ. ამ მოტივაციის მოსწავლეები
ისახავენ პოზიტიურ მიზანს და სწავლა
სძენს მათ დადებით ემოციებს.
სოციალური მოტივაციის დამტკიცება ამ დროს მოსწავლე მუშაობს
მხოლოდ შექებისთვის მშობლების და მასწავლებლების
მხრიდან.
მოტივაცია იმისთვის, რომ ავიცილოთ უიღბლობა. ბავშვები
ცდილობენ აიცილონ დაბალი ნიშნები და მშობლების
და მასწავლებლების უკმაყოფილება. მათი მიზანია უიღბლობის აცილება. შიში ცუდი ნიშნის
მიღებისა სასწავლო პროცესს სძენს უარყოფით ემოციას.
კლასგარეშე მოტივაცია. მოსწავლე სიამოვნებით დადის სკოლაში, მაგარამ ის დაინტერესებულია
არასასკოლო მეცადინეობებით სკოლაში, როგორიცაა შეჯიბრებები, კონცერტები, დღესასწაულებები
და გამოფენები.
მოტივაცია არ არის მუდმივი ის იცვლება ხასიათიდან, სიტუაციიდან,
კონკრეტული საგნის სწავლებიდან, პიროვნებიდან, მასწავლებლიდან გამომდინარე.
თანამედროვე პირობებში მუდმივად იზრდება უცხო ენის ცოდნის როლი.
ნებისმიერი უცხო ენის შესწავლა მოითხოვს შრომას. ინტელექტუალური მოღვაწეობა უნდა იყოს
მოტივირებული. ამიტომ კითხვები მოტივაციის შესახებ აქტუალურია და მას შეისწავლიან პედაგოგები
ფსიქოლოგები, მეთოდისტები. უცხო ენის სწავლების მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს რომ
მოსწავლეების უმეტესი ნაწილი არამოტივირებულია. მიზეზები სახეზეა: „გარემო“, “ლაპარაკი“,
“მოტივაცია“.
ამ მიზეზების აღმოსაფხვრელათ აუცილებელია სწავლების ახალი
ფორმები და საშუალებები. ტრადიციული მიდგომა არ არის ერთადერთი ფორმა ამ მოთხოვნილების
დასაკმაყოფილებლად. თანამედროვე პედაგოგები და ფსიქოლოგები იზიარებენ იმ აზრზს, რომ
რაიმე ქმედების შესრულების ხარისხი უცხო ენაზე დამოკიდებულია მოსწავლის მოტივაციაზე.
მოტივაცია არის საშუალება, რომელიც იწვევს მიზანმიმართულ აქტივობას
და განსაზღვრავს საშუალების მიდგომების არჩევანს
უცხო ენის გაკვეთილზე.
მოტივაცია უდევს საფუძვლად ნებისმიერი ადამიანის მოღვაწეობას.
სკოლის ასაკში სასწავლო პროცესის მთავარი კომპონენტია საწავლო მოტივაცია, რომელსაც ახასიათებს მისთვის
დამახასიათებელი თავისებურებები სხვადასხვა ასაკობრივ ეტაპზე. სასწავლო მოღვაწეობის მოტივაციის პრობლემა ერთ-ერთი მთავარია,
ვინაიდან უცხო ენის სწავლების შედეგი დამოკიდებულია თუ რამდენად დიდია ინტერესი უცხო
ენისადმი.
მოტივაციის არ არსებობის შემთხვევაში რუსული ენის გაკვეთილი დამთრგუნველია და
ყოველდღიური საშინაო დავალებები ტანჯვაა.
ამ დავალებების შესასრულებლად მოსწავლეებს სჭირდებათ შინაგანი
მოტივაცია.
მოტივირებულ სწავლას აქვს ძალიან დიდი უპირატესობა. შინაგანი სტიმული
ზრდის ინტერესს და გამძლეობას, აძლიერებს კონცეტრაციას. მოსწავლეს, რომელსაც აქვს სწავლისადმი
შინაგანი სტიმული, როგორც გვიჩვენებენ კვლევები იღებენ მაღალ შეფასებებს, ვიდრე ბავშვები
რომლებსაც არა აქვთ სწავლის სურვილი.
გლობალიზაციის ეპოქაში უცხო ენების შესწავლისას მოტივაციის
პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან განსაკუთრებული როლი ეკისრება სხვადასხვა
ენის მატარებელთა შორის კომუნიკაციის როლს, შესაბამისად უცხო ენის სწავლა-სწავლება
საზოგადოების კულტურული, სოციალურეკონომიკური პროგრესის ერთ-ერთ განმსაზრღვრელ ფაქტორად
გვევლინება. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, გასაკვირიც არ უნდა იყოს საზოგადოების
მზარდი ინტერესი უცხო ენების, განსაკუთრებით კი რუსული ენის შესწავლისადმი. ერთი, ორი ან საუკეთესო შემთხვევაში
სამი უცხო ენის ფლობა უმაღლესი განათლების მქონე თანამედროვე ადამიანის წარმატების
განმსაზღვრელ, თითქმის აუცილებელ ატრიბუტად იქცა. უცხო ენის ფლობა უკვე მოთხოვნაა წამყვან
დაწესებულებაში მუშაობის უფლების მოსაპოვებლად. ბოლოდროინდელმა სოციალურმა, პოლიტიკურმა,
ეკონომიკურმა მოვლენებმა და საქართველოს კურსმა, ითანამშრომლოს დასავლეთის ქვეყნებთან,
ასევე ევროინტეგრაციისაკენ სწრაფვამ და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სურვილმა,
გახდეს ევროპის ნაწილი გამოიწვია ის, რომ გადაიხედა უცხო ენის სწავლების მიზნები და
ამოცანები. დღევანდელი პოლიტიკური ვითარება და საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო
კონტაქტების გაღრმავება მოითხოვს უცხო ენის უფრო სიღრმისეულ ცოდნას.
ზოგადად უცხო ენის შესწავლისას არსებობს რამდენიმე
ფაქტორი, რომლებიც მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
1. სხვა კულტურასთან ინტეგრაციის სურვილი: უცხო ენის
შემსწავლელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სურვილი და დაინტერესება იმ კულტურისადმი, რომლის
ენასაც იგი სწავლობს. ეს არის შინაგანი მოტივაცია, რომელიც ენის შემსწავლელს
უნარჩუნებს მუდმივ ინტერესს სწავლისადმი.
2. ენის ინსტრუმენტად
გამოყენება: ენის შესწავლა ზოგიერთისთვის სამსახურის ან რაიმე წინსვლის
გარანტიას წარმოადგენს.
3. ნაპერწკალი: ეს არის
პირველად აღმოცენებული სურვილი უცხო ენის შესწავლისა. თუ ეს ნაპერწკალი საკმაოდ
ძლიერია, იგი ყოველთვის იქნება მამოტივირებელი ძალა.
4. კომუნიკაციის სურვილი:
გარკვეული ეტაპის გავლის შემდეგ ენის შემსწავლელი ხვდება, რისი თქმა სურს და რისი
თქმა არ შეუძლია. სწორედ ამიტომ ხდება იგი უფრო მოტივირებული და ცდილობს უფრო
გაიწაფოს ენაში.
მოტივაცია ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა უცხო ენის სწავლების პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლის მოტივაციის გაზრდა რუსული ენის სწავლებისას. რუსული ენა, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული გრამატიკული სტრუქტურიდ არის ცნობილი. შესაბამისად, ამ სირთულის ფონზე მოტივაცია ერთადერთი მამოძრავებელი ძალაა რუსული ენის შესწავლის პროცესში. მოტივაციის ამაღლების მიზნით ვცდილობ, რომ გავამდიდროთ სასწავლო პროცესის მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების და სტრატეგიების გამოყენებით (დისკუსია, პროექტი, პრეზენტაციები, როლური თამაშები).
მოსწავლეების გააქტიურება მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის დღოს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობაა მოსწავლეების ჩაბმა ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში. გაკვეთილის მსვლელობისას ხშირად ვიყენებთ განსხვავებული სირთულეების დავალებებს, ვითვალისწინებთ მოსწავლეების შესაძლებლობებს, რომ გავუღვივოთ მათ ინტერესი რუსული ენის მიმართ.
მოსწავლეები ხშირად უშვებენ შეცდომებს გრამატიკულ ფორმებში წერისა და ლაპარაკის დროს, მაგრამ, შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. არასოდეს ვაკრიტიკებთ მოსწავლეებს საჯაროდ, ვაძლევთ საშუალებას, რომ თვითონ გაასწორონ შეცდომები საკუთარ ნაწერში.
მოტივაციის როლი უცხო ენის
შესწავლაში
ჩვენი
ცხოვრების ყველა მომენტში, მოტივირებული ვართ რაღაც გავაკეთოთ: დავაკმაყოფილოთ ფიზიოლოგიური
მოთხოვნილებები (ჭამა, ძილი) ან სულიერი მოთხოვნილებები (ლექსის წერა, თეატრში სიარული,
ხატვა). თუ ადამიანმა იცის რას უნდა მიაღწიოს - ის მოტივირებულია თავისი მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად. ნებისმიერ საქმეში გაიმარჯვებს არა ის, ვინც ძლიერია არამედ ის
ვინც მოტივირებულია გამარჯვებისთვის.
მოტივაციის
პრობლემა სწავლაში ჩნდება ყველა საგანში. განსაკუთრებით ეს პრობლემა დგას უცხო ენის
შესწავლისას. მოტივაცია უცხო ენის შესწავლისას კლასიდან კლასში მცირდება. უცხო ენის
შესწავლამდე და უცხო ენის შესწავლის დასაწყისში სწავლის მოტივაცია არის მაღალი როცა
იწყება ენის ფლობის პროცესი მოტივაცია მცირდება. ჩნდება კითხვა - რატომ ხდება მოტივაციის
ვარდნა და ეს ხომ არ არის ობიექტური პროცესი, რომელსაც მასწავლებელი წინააღმდეგობას
ვერ გაუწევს. საბედნიეროდ საუკეთესო მასწავლებლების გამოცდილება ამ მოსაზრებას უარყოფს.
ისინი თავიანთ მოღვაწეობაში გრძნობენ პროგრესს და ღებულობენ სიამოვნებას. ამოტომ მაღალი
მოტივაცია ახლავს მთელ სასწავლო პროცესს. თუ მოტივაციას შევაფასებთ როგორც მამოძრავებელ
ძალას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: მოსწავლის სუბიექტური სამყაროს მოტივაციის მხარე
- ის განისაზღვრება მისი პირადი მოთხოვნილებებით. მასწავლებელმა გავლენა უნდა მოახდინოს
მოსწავლეზე და უნდა შექმნას მოტივაციის ფორმირების
წინაპირობა. მასწავლებელი ამას შეძლებს თუ ის წარმოიდგენს თავს მოსწავლის ადგილას.
ასეთი გარდაქმნა უზრუნველყოფს მოსწავლეების უკეთ გაცნობას. მიზნები, რომლებიც დგას
უცხო ენის სწავლების წინაშე უნდა გადაწყვიტოს მეთოდურად განათლებულმა ადამიანმა, რომელიც
ფლობს უცხო ენის სწავლების ტექნოლოგიებს. უცხო ენის წარმატებული სწავლების დაწყებას
განაპირობებს მაღალი მოტივაციის შექმნა. წარმატებული სწავლება და მოსწავლეების დამოკიდებულება
სწავლისადმი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად საინტერესოდ და ემოციურად ატარებს მასწავლებელი
გაკვეთილს. რა თქმა უნდა, უცხო ენის სწავლების პროცესში დაბალ კლასებში დიდი მნიშვნელობა
აქვს თამაშს.
უცხო ენის გაკვეთილის სპეციფიკა
გაკვეთილი
- ეს არის სწავლების მთავარი ორგანიზებული ფორმა სკოლაში. სწავლის პროცესის და აღზრდის
პედაგოგიური ერთეული. ყველა გაკვეთილს შემოაქვს მისთვის დამახასიათებელი თავისებურება
ამოცანების გადაწყვეწტისას.
გაკვეთილი
ასრულებს კონკრეტულ ფუნქციას, რომელშიც გამოხატულია სასწავლო მასალის განსაზღვრული
ნაწილი. კარგი გაკვეთილი ეს არ არის იოლი საქმე. გაკვეთილის ჩატარების ხელოვნება დამოკიდებულია
იმაზე თუ რამდენად კარგად აქვს გაგებული და ასრულებს მასწავლებელი სოციალურ და პედაგოგიურ
მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია სკოლის ამოცანებში. გაკვეთილის ჩატარების არანაკლებ
მთავარი პირობაა ის რომ სწორად დავსვათ ამოცანები და მოვახდინოთ მათი რეალიზაცია.
უცხო
ენის სწავლება ისახავს მიზნად პრაქტიკულ აღმზრდელობით და განმავითარებელ ამოცანებს.
პრაქტიკული ან კომუნიკაციური ამოცანა გამიზნულია კომუნიკაციური კომპეტენციის ფორმირებაზე
მოსწავლეებში. საგანმანათებლო ამოცანები საფუძველს უდებს მოსწავლეების ფილოლოგიურ განათლებას,
კულტურის შესწავლის სრულყოფილებას. არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აკისრია აღმზრდელობით
ამოცანებს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს მოსწავლეებში განვავითაროთ შეფასებითი ემოციური
დამოკიდებულება სამყაროსადმი. უცხო ენის გაკვეთილს აქვს თავისი სპეციფიკა განსხვავებით
სხვა საგნებისა. სწავლების მთავარი მიზანია მოსწავლეებში კომუნიკაციური ფორმების განვითარება.
მოტივაციის დონის განვითარების კვლევა მოსწავლეებში
უცხო ენის შესწავლისას
ჩვენს
მიერ ჩატარებული იყო კვლევა სასწავლო მოტივაციის გამოვლენის მიზნით რუსულ ენაში.
მოტივაციის დონის გამოკვლევა
დიაგრამა
1
დიაგრამიდან
ჩანს რომ მე-6 კლასელებში რუსული ენის სწავლის მოტივაციის მაღალი დონე დომინირებს.
მათ მოსდევთ მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები, ხოლო მესამე პოზიციაზე დამამთავრებელი
კლასები იმყოფება. მე-6 კლასის მოსწალეებისთვის დამახასიათებელია მაღალი აქტივობა სასწავლო
პროცესში. მათ ფართო შემეცნებითი ინტერესები ახასიათებთ. მოსწავლეების ამ ჯგუფისთვის
შემეცნებითი მოტივაციაა დამახასიათებელი, მათვის მნიშვნელოვანია რაიმე ახლის გაგება.
დიაგრამა 2
გამოკითხვის შედეგებმა
აჩვენა, რომ 79%-ისა მოსწავლეებისა ინტერესით შეუდგა რუსული ენის, როგორც უცხო ენის
სწავლას, ხოლო 21%-ს არ დააინტერესა.
აღნიშნული განპირობებულია
ახლის შემეცნიბის მიზეზით და მოსწავლეების ნაკლები კომპლექსებით. მასწავლებლის მხრიდან
ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებებითაც.
დიაგრამა 3
ჩვენ ვხედავთ, რომ 24
%-ს მე-6 კლასელებისა სურთ ისწავლონ უცხო ენა იგივე ინტერესით, 53 %-სთვის კიდევ უფრო
საინტერესო გახდა სწავლა, 44% მე-7,8 კლასის მოსწავლეებისთვის ასევე საინტერესო გახდა
სწავლა, 14 % კიდევ უფრო საინტერესო, მაგრამ 47 % მე-11, 12 კლასის მოსწავლეებისთვის
სრულიად უინტერესო გახდა სწავლა, თუმცა 38 % სწავლობს რუსულს წინარე ინტერესით. სასიხარულოა,
რომ მხოლოდ 5 % -სთვის არის სრულიად უინტერესო სწავლა, თუმცა ჩვენი აზრით ეს განპირობებულია
იმით, რომ უცხო ენა სისტემატიურ მეცადინეობას მოითხოვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, გამოსავალი
ახალ მიდგომებში ვეძიოთ, რაც მოსწავლისთვის ნაკლებად რუთინულს გახდის სწავლის პროცესს.
დიაგრამა 4
დიაგრამა 5
დასკვნა: რუსული
ენის შესწავლა ასაკთან ერთად იცვლება. თუ უმეტეს შემთხვევაში დაბალ კლასებში მოსწავლეები
სწავლობენ რუსულ ენას იმიტომ რომ მათ უნდათ საზღვარგარეთ წასვლა, მაღალ კლასებში რუსული
ენის სწავლის მოტივაცია არის უცხოელებთან მათი ურთიერთობა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში
აქტიურად მიმდინარეობს ტურიზმის განვითარება. განსაკუთრებულად მზარდია რუსულად მოლაპარაკე
ტურისტების რაოდენობა.
კვლევა რა მოსწონთ მოსწავლეებს და რა არა?
მოსწონთ: სიტყვების
სწავლა (27%), კითხვა და ტექსტების თარგმნა (17%), დიალოგების შედგენა.
არ მოსწონთ: საშინაო
დავალების შესრულება (18%), მასწავლებლის ჩხუბი (14%),
მოსწავლეები 6-8 კლასები
მოსწონთ: ვიდეოფილმების
ნახვა (97%), სიტყვების სწავლა (94%), კითხვა და ტექსტების თარგმნა (79%)
არ მოსწონთ: საკონტროლო
და დამოუკიდებელი სამუშაოების შესრულება (47%), დაფასთან პასუხი (32%).
მოსწავლეები 11-12 კლასები
მოსწონთ: ვიდეო
ფილმების ნახვა (86%), სიტყვების სწავლა (86%).
არ მოსწონთ: საკონტროლო
სამუშაოების შესრულება (91%), ესეს დაწერა (91%).
დასკვნა: ბავშვებს
არ მოსწონთ იმის კეთება რაც მათთვის რთულია -აუცილებელია გაკვეთილი გავხადოთ საინტერესო
და მივცეთ სხვადასხვა დონის დავალებები. ჩატარებული კვლევის ობიექტები ასევე იყვნენ
რუსული ენის მასწავლებლები, რომლებიც თვლიან, რომ რუსული ენის შესწავლაში დაინტერესებული
არიან მშობლები და არა ბავშვები.
40% მასწავლებლებისა თვლის, რომ რუსული ენის სწავლა
უნდათ ბავშვებს მშობლების პოზიციის მიუხედავად.
60% მასწავლებლები თვლის, რომ ბავშვებს ესმით რუსული
ენის სწავლის აუცილებლობა.
80% მასწავლებლების არ თვლის, რომ მოსწავლეები თანდათან
კარგავენ ინტერესს რუსული ენისადმი და მხოლოდ 20% თვლის, რომ ბავშვების ინტერესი საგნისადმი
მცირდება.
კვლევის შედეგების ანალიზი
კვლევის
შედეგად დადგინდა, რომ უცხო ენის შესწავლა მოითხოვს ყოველდღიურ სისტემატიურ მუშაობას
ბავშვებისგან და მის გონებრივ დატვირთვას. ენობრივი გარემოს არ არსებობა ქმნის პრობლემებს.
ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ინტერესი
გახდეს გააზრებული. შემეცნებითი ინტერესის აქტივიზაცია განაპირობებს სასწავლო პროცესის
სრულყოფილებას.
მოტივაციის ზრდის გზები და ხერხები უცხო ენის გაკვეთილზე
უცხო
ენის ეფექტური შესწავლა დამოკიდებულია შემსწავლელის სტრატეგიებიდან გამომდინარე. მაქსიმალური
ეფექტი შეიძლება მიღწეული იყოს ამ სტრატეგიების ერთობლიობით. ყველა მასწავლებელს უნდა
რომ მისი გაკვეთილი საინტერესო იყოს. ამის მისაღწევად მასწავლებელმა უნდა განუვითაროს
მოსწავლეებს შემეცნებითი ინტერესი.
როგორ
უნდა შევინარჩუნოთ საგნისადმი ინტერესი ამისთვის უნდა მივმართოთ გააკვეთილის არასტანდარტულ
ფორმებს.
ვიდეო გაკვეთილი
მასწავლებლის
მთავარი ამოცანაა რეალური და წარმოსახვითი სიტუაციების შექმნა .არანაკლებ მნიშვნელოვანია
ვაზიაროთ მოსწავლეები ამ ხალხის კულტურულ ფასეულებებს. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია
ავთენტური მასალა, მათ რიცხვშია ვიდეო-ფილმი. მათი გამოყენება განაპირობებს კომუნიკაციური
მეთოდების მოთხოვნების რეალიზებას. ვიდეო-ფილმის კიდევ ერთი ღირსებაა მოსწავლეებზე
ემოციური ზემოქმედება.
პრაქტიკა
გვიჩვენებს რომ ვიდეო-გაკვეთილები სწავლების ეფექტური ფორმაა.
გაკვეთილი სპექტაკლი
გაკვეთილი
სპექტაკლი სწავლის ეფექტური და პროდუქტიული ფორმაა. სპექტაკლისთვის მზადება შემოქმედებითი
სამუშაოა. რომლის დახმარებითაც მოსწავლეები გამოიმუშავებენ ენობრივ უნარ-ჩვევებს.
გაკვეთილი დღესასწაული
გაკვეთილი
დღესასწაული ერთ-ერთი საინტერესო და ნაყოფიერი გაკვეთილია. ამ გაკვეთილის ფორმა აფართოებს
მოსწავლეების ცოდნას ტრადიციებზე და წეს-ჩვეულებებზე.
გაკვეთილი ინტერვიუ
გაკვეთილი
ინტერვიუ ეს არის ინფორმაციის გაცვლის დიალოგი. ასეთ გაკვეთილზე მოსწავლეები ავტომატურ
რეჟიმში ფლობენ გარკვეული რაოდენობის ლექსიკას. გაკვეთილის თემა მოიცავს ქვეთემებს
საერთო თემიდან გამომდინარე. გაკვეთილის ასეთი ფორმა წინასწარ მომზადებას მოითხოვს.
ასეთი გაკვეთილი სტიმულს აძლევს მოსწავლეებს უცხო ენის შესწავლაში.
დასკვნა
კვლევის
პროცესში გამოვლინდა მოტივაციის განსაკუთრებულობა და არსი რუსული ენის გაკვეთილზე.
მასწავლებელი გაკვეთილზე უნდა იყენებდეს ყველაფერ დადებითს რაც არის მასწავლებლის პრაქტიკაში,
მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით. სასწავლო პროცესი თავისი შინაარსით უნდა
ისახავდეს მიზნად სწავლების მთავარი ამოცანების გადაჭრას.
დანართი 1
1.
რამდენი წელია სწავლობთ უცხო ენას?
2.
მოგწონთ უცხო ენის შესწავლა ?
3.
რა მოგწონთ?
4.
რა არ მოგწონთ?
5.
როგორ ფიქრობთ რისთვის უნდა ისწავლებოდეს
უცხო ენა?
დანართი 2
მოსწავლეების
დამოკიდებულება უცხო ენისადმი
1. რომელი კლასიდან სწავლობთ უცხო
ენას?
2. სურვილით და ინტერესით სწავლობთ
უცხო ენას?
3. როგორია ახლა თქვენი დამოკიდებულება?
დანართი 3
1. არ მინდა სწავლა, უინტერესოა.
2. მინდა სწავლა, მაგრამ აღარაა
საინტერესო.
3. მინდა სწავლა და ვსწავლობ ინტერესით.
4. სწავლა მინდა, გახდა უფრო საინტერესო.
დანართი 4
1. მშობლებს უნდა, რომ ვიცოდე ერთი
უცხო ენა მაინც.
2. ვთვლი, რომ ყველა განათლებულმა
ადამიანმა უნდა იცოდეს ერთი უცხო ენა მაინც.
3. მიზიდავს თანაკლასელებთან უცხო
ენაზე მოვლენების განხილვის შესაძლებლობა.
4. ვსწავლობ უცხო ენას იმიტომ რომ
მიყვარს და ვაფასებ მასწავლებელს.
5. გაკვეთილი ყუველთვის საინტერესოა.
6. ვსწავლობ უცხო ენას იმიტომ რომ
პროგრამაშია.
7. მე მინდა რომ რუსულ ენაში მქონდეს
მაღალი შეფასება.
8. რუსული ენის ცოდნა მინდა ჩემს
ამხანაგებზე უკეთ.
9. მინდა მოგზაურობა და უცხოელებთან
ურთიერთობა.
დანართი 5
(+, -)
1.
რუსული ენის შესწავლაში დაინტერესებული
არიან მშობლები.
2.
მოსწავლეებს მოსწონთ რუსული ენის
სწავლა.
3.
ბავშვებს ესმით რუსული ენის სწავლის
აუცილებლობა.
4.
ინტერესი რუსული ენისადმი იკლებს.
დანართი
6
კვლევის ვადები
აქტივობა
|
თებერ
ვალი
|
მარ
ტი
|
აპრი
ლი
|
მაი
სი
|
საკვლევი პრობლემის შერჩევა
|
X
|
X
|
||
პრობლემის იდენტიფიცირება
|
X
|
|||
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
X
|
|||
შეხვედრები სკოლის პედაგოგებთან
|
X
|
შედეგების ინტერპრეტაცია
41-50
ქულა - საგნის სწავლების ძალიან მაღალი მოტივაცია.
31-40
ქულა - საგნის სწავლების მაღალი მოტივაცია.
21-30 ქულა - საგნის სწავლების საშუალო მოტივაცია.
11-2
ქულა - საგნის სწავლების დაბალი მოტივაცია.
0-10
ქულა ძალიან დაბალი მოტივაცია.
დანართები:
დანართი 1
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
საკვლევი თემა: მოტივაციის როლი, რუსულის როგორც უხცო
ენის სწავლების პროცესში.
გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი და გასცეთ პასუხები კითხვებზე.
მოსწავლის ანკეტა
1.
რამდენი წელია სწავლობთ უცხო ენას?
______________________________________________________________________________
2.
მოგწონთ უცხო ენის შესწავლა ?
______________________________________________________________________________
3.
რა მოგწონთ?
______________________________________________________________________________
4.
რა არ მოგწონთ?
______________________________________________________________________________
5.
როგორ ფიქრობთ რისთვის უნდა ისწავლებოდეს
უცხო ენა?
______________________________________________________________________________
დანართი 2
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
საკვლევი თემა: მოტივაციის როლი, რუსულის როგორც უხცო
ენის სწავლების პროცესში.
გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი და გასცეთ პასუხები კითხვებზე.
მოსწავლის ანკეტა
5-12 კლასები
1. რომელი
კლასიდან სწავლობთ უცხო ენას?
______________________________________________________________________________
2. სურვილით
და ინტერესით სწავლობთ უცხო ენას?
______________________________________________________________________________
3. როგორია
ახლა თქვენი დამოკიდებულება?
______________________________________________________________________________
დანართი 3
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
საკვლევი თემა: მოტივაციის როლი, რუსულის როგორც უხცო
ენის სწავლების პროცესში.
გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი და გასცეთ პასუხები კითხვებზე.
მოსწავლის ანკეტა
ამოირჩიე ვარიანტი, რომელიც შენ მოგწონს.
£ არ
მინდა სწავლა, უინტერესოა.
£ მინდა
სწავლა, მაგრამ აღარაა საინტერესო.
£ მინდა
სწავლა და ვსწავლობ ინტერესით.
£ სწავლა
მინდა, გახდა უფრო საინტერესო.
დანართი 4
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
საკვლევი თემა: მოტივაციის როლი, რუსულის როგორც უხცო
ენის სწავლების პროცესში.
გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი და გასცეთ პასუხები კითხვებზე.
მოსწავლის ანკეტა
რა გიბიძგებს
უცხო ენის სწავლისკენ? თუ თანახმა ხარ + თუ
არ ხარ თანახმა -
1. მშობლებს
უნდა, რომ ვიცოდე ერთი უცხო ენა მაინც £
2. ვთვლი,
რომ ყველა განათლებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს ერთი უცხო ენა მაინც £
3. მიზიდავს
თანაკლასელებთან უცხო ენაზე მოვლენების განხილვის შესაძლებლობა £
4. ვსწავლობ
უცხო ენას იმიტომ რომ მიყვარს და ვაფასებ მასწავლებელს £
5. გაკვეთილი
ყუველთვის საინტერესოა £
6. ვსწავლობ
უცხო ენას იმიტომ რომ პროგრამაშია £
7. მე
მინდა რომ რუსულ ენაში მქონდეს მაღალი შეფასება £
8. რუსული
ენის ცოდნა მინდა ჩემს ამხანაგებზე უკეთ £
9. მინდა
მოგზაურობა და უცხოელებთან ურთიერთობა £
დანართი 5
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
საკვლევი თემა: მოტივაციის როლი, რუსულის როგორც უხცო
ენის სწავლების პროცესში.
გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი და გასცეთ პასუხები კითხვებზე.
მასწავლებლის ანკეტა
დასვით (+)
მოსაზრებას, რომელსაც ეთანხმებით, ხოლო (-) , რომელსაც არ ეთანხმებით.
1.
რუსული ენის შესწავლაში დაინტერესებული
არიან მშობლები £
2.
მოსწავლეებს მოსწონთ რუსული ენის
სწავლა £
3.
ბავშვებს ესმით რუსული ენის სწავლის
აუცილებლობა £
4.
ინტერესი რუსული ენისადმი იკლებს £
გამოყენებული ლიტერატურა
1. reading.ge-ინტერნეტ გაზეთი;
2. http://ncp.ge/ge-ეროვნული
სასწავლო გვერდის პორტალი;
3. მარკოვი ა.კ. ლა სხვა. სწავლების მოტივაციის ფორმირება: წიგნი მასწავლებელთათვის.
მ. განათლება. 19990. - გვ. 192;
5. ზეპირმეტყველების უნარის განვითარება უცხო ენის სწავლების პროცესში. http://mastsavlebeli.ge/?p=1564
მულტილინგვური განათლებისთვის. http://www.multilingualeducation.org/ka/article/22
Комментариев нет:
Отправить комментарий