სოფიო კოხრეიძე
- რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- სსიპ ქალაქ ქუთაისის #26 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე;
- ტრენერი, ქოუჩი, ფსიქოლოგიური კონსულტირება.
პროფესიით ვარ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ჩემი სამუშაო გამოცდილება მოიცავს როგორც კერძო და საჯარო სკოლებში მუშაობის პრაქტიკას, ასევე ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობასაც.
ამჟამად ვმუშაობ სსიპ ქალაქ ქუთაისის #26 საჯარო სკოლაში. 2012 წელს წარმატებით ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლის საფუძველზეც გავხდი უფროსი მასწავლებელი.
2019 წელს ასევე წარმატებით გავიარე გარე დაკვირვება და მივიღე წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებიდან გამომდინარე და განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების ფონზე გამიჩნდა სურვილი ჩამებარებინა მოსკოვის პრაქტიკული ფსიქოლოგიის უნივერსიტეტში (დისტანციური სწავლება). მიღებული ცოდნა მეხმარება მოსწავლეთა ფსიქოლოგიური ფონის ამოცნობასა და მათი ემოციების სწორად წარმართვაში.
ვფლობ გაკვეთილების მართვის ინოვაციურ მეთოდებს.
2019-2021 წლებში ვიყავი სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
გამუდმებით ვმუშაობ პროფესიულ განვითარებაზე. გავლილი მაქვს სხვადასხვა ტრენინგ-მოდულები, ვთანამშრომლობ როგორც ჩემი სკოლის, ასევე სხვადასხვა სკოლის პედაგოგებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ჩემი მიზანია შევქმნა უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო გარემო, ვუზრუნველვყო დაინტერესებული პირების ჩართულობით პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა სკოლის სტრატეგიული განვითარებისა და გუნდის პროფესიული წინსვლისთვის.
მიმაჩნია, რომ საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხარისხიანი განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსწავლეებისათვის. ნებისმერი პედაგოგი, ვფიქრობ, უნდა ითვალისწინებდეს მართვის თანამედროვე მიდგომებს, ადგილობრივ მდგომარეობას, არსებულ გამოწვევებს, სწორად აფასებდეს სკოლის ძლიერ მხარეებს, მოქმედ რეგულაციებსა და განათლების პოლიტიკის პრინციპებს. ვიზრუნებ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე, მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებასა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე, რაც გულისხმობს უსაფრთხო, კეთილგანწყობილი, ინკლუზიური, წამახალისებელი, თანამშრომლობითი და გენდერულად დაბალანსებული გარემოს შექმნას, სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას, ადეკვატურად მაღალი მოლოდინების დასახვას.
Коричневый и Кремовый Деликатный Органический Копирайтер Фрилансер Маркетинговая Презентация автор: Sofo Koxreidzeммпрр
Комментариев нет:
Отправить комментарий